Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი იწყება

Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი იწყება

11 მაისს, 12:00 საათზე ტექნოპარკში, ინოვაციების ქ. 7-ში, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც სარეკლამო სფეროს ყველაზე მასშტაბური ფესტივალის, Cannes Lions 2018-ის ადგილობრივი ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი, Young Lions Georgia აიღებს სათავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ:

· თბილისის მერი კახი კალაძე;

· თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე;

· სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორი ლევან გიორგაძე;

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია კრეატიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში.

საქართველოს სარეკლამო და კრეატიული სფერო ძალებს იკრებს ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე სულ უფრო აძლიერებს თავის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. ახალგაზრდული კონკურსის  (30 წლამდე) მიზანია მომავალი ტალანტების და ზოგადად კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა.

წელს კონკურსშო რეკორდული რაოდენობა 168 გუნდი/300 ადამიანი იასპარეზებს კატეგორიებში: ბეჭდური რეკლამა, დიზაიი, ციფრული კამპანია, მედია, პიარი, ვიდეო და ახალგაზრდა მარკეტერი. თითოეული კატეგორიის გამარჯვებული გუნდი, ორგანიზატორების დაფინანსებით საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...