საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის "ლიენიუნგანგის" პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის "ლიენიუნგანგის" პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის "ლიენიუნგანგის" პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და "ლიენიუნგანგის" პორტის პრეზიდენტმა, ჭუ სიანგიანგმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მემორანდუმი მხარეებს შორის ტვირთების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ტვირთების ჩინეთიდან საქართველოში, ასევე, საქართველოდან ევროპაში გადაზიდვას, ქვეყნებს შორის კომერციული ინფორმაციის გაცვლასა და ე.წ. ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დღეს გამართული შეხვედრა იყო სამმხრივი, რომელშიც საქართველს რკინიგზა და ჩინური კომპანიები - "კოსკო" და "ლიენიუნგანგის" პორტის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ქართულმა და ჩინურმა მხარემ ერთმანეთს საკუთარი კომპანიების შესაძლებლობები გააცნეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა, რომ "შუა დერეფანი" ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი დერეფანია, რომელიც მნიშვნელოვანია აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...