ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კვლევა პოზიტიური შედეგით დასრულება

ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კვლევა პოზიტიური შედეგით დასრულება

"ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და მისცემს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევქნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელმოწერის შემდეგ. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოში ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრის ელი კოენის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის დაახლოება. მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...