სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის დაბინძურების მაჩვენებელი, უსაფრთხოება, კორუფცია, სწავლის ღირებულება, ცხოვრების სიიაფე, სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა და სხვა.

ბინის ქირა, ცხოვრება, სწავლის გადასახადი ლონდონში 

მაღალია, თუმცა სხვა ფაქტორებმა ეს უარყოფითი მხარე გადაწონა და ლონდონი რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ლონდონის 17 უმაღლესი სასწავლებლიდან 2018 წლის საუკეთესო სასწავლებლების მსოფლიო რეიტინგის 50-ეულში 4 სასწავლებელია შეყვანილი: 7. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი; 8. ლონდონის საიმპერიო კოლეჯი; 23. ლონდონის სამეფო კოლეჯი; 35. ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა. ამ და რიგმა სხვა ფაქტორებმა გადაწონა ის ფაქტი, რომ ბინის ქირა, ცხოვრების ფასი და სწავლის გადასახადი მაღალია და ლონდონმა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა

საუკეთესო სტუდენტური ქალაქები და იქ სწავლის საშუალო გადასახადი:

1. ლონდონი - 21400$;

2. ტოკიო - 6600$;

3. მელბურნი - 23300$;

4. მონრეალი - 12200$;

5. პარიზი - 2900$;

6. მიუნხენი - 0;

7. ბერლინი - 0;

8. ციურიჰი - 1900$;

9. სიდნეი - 23000$;

10. სეული - 6300$;

13. ბოსტონი - 46600$;

18. ნიუ-იორკი - 37600$;

28. მოსკოვი - 5500$;

30. პრაღა - 4700$;

49. ბუდაპეშტი - 3200$;

53. ვარშავა - 3600$;

74. ტომსკი - 3300$;

76. ათენი - 800$;

76. სანკტ-პეტერბურგი - 4600$;

82. ანკარა - 5300$;

84. ვილნიუსი - 2800$;

96. ნოვოსიბირსკი - 4500$;

100. რიო-დე-ჟანეირო - 4100$.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...