დაბა კაზრეთში კომპანია "არემჯის" მხარდაჭერით რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა კაზრეთში კომპანია "არემჯის" მხარდაჭერით რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა კაზრეთში კომპანია "არემჯის" დახმარებით რაგბის მოედნის მშენებლობა  მიმდინარეობს. ახალი სტადიონისთვის ტერიტორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო, ხოლო  მიწის სამუშაოებს ადგილზე კომპანია „არემჯი“ ახორციელებს. ადგილზე კომპანიის ტექნიკის დახმარებით გაიწმინდა და მოსწორდა სტადიონისათვის განკუთვნილი მიწის საფარი. მშენებლობის მე-2 ეტაპი ადგილზე სტადიონის საფარის და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.

კაზრეთის რაგბის გუნდ "ყოჩებს" უკვე მე-3 წელია, რაც კომპანია "არემჯი" აფინანსებს. ამ დრომდე 50-მდე პატარა სპორტსმენს ყოველდღიური ვარჯიში კაზრეთის მინი ფეხბურთის სტადიონზე უწევდათ. მალე ნორჩი "ყოჩები" კომპანიის დახმარებით აშენებულ  ახალ სტადიონზე გადაინაცვლებენ და სრულყოფილი ვარჯიშების გამართვას შეძლებენ.

"ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, დაბა კაზრეთში  რაგბის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი "არემჯის" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. ნმიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ "არემჯი" დაბაში ყოველთვიურად აფინანსებს ათობით სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო წრეებს, რომლებზეც ბავშვები სტულიად უსასყიდლოდ დადიან. მოხარული ვარ, რომ რამდენიმე თვეში დაბა კაზრეთის და მოსაზღვრე სოფლების ახალგაზრდობა ახალი ტანამედროვე ტიპის და სტანდარტების სტადიონით ისარგებლებს", - განაცხადა "არემჯის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...