ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი Seedstars-თან 3 წლიან კონტრაქტს აგრძელებს

ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი Seedstars-თან 3 წლიან კონტრაქტს აგრძელებს

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" Seedstars-თან 3 წლიან კონტრაქტს აგრძელებს და თბილისში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსს უკვე მესამედ ჩაატარებს.

Seedstars World სტარტაპების/განვითარების საწყის ეტაპზე არსებული კომპანიების საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

29 მაისს ტექნო პარკში 10 საუკეთესო ქართული სტარტაპი იბრძოლებს იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა SeedStar-ის სამიტზე წარადგინოს და მოიგოს $1,000,000. გამარჯვებული სტარტაპი შეურთდება Seedstars-ის დიდ ოჯახს და იქნება რეგიონალური და გლობალური Seedstars-ის სამიტის წევრი, რომელიც მოიცავს bootcamp-ს და ინვესტორთა ფორუმს. ეს პლატფორმა არის კატალიზატორი სწრაფად მზარდი განვითარებადი ქვეყნების სტარტაპებისთვის.

"დღევანდელ დღეს  ინოვაციური იდეები, კომპანიები სხვადასხვა დარგების რევოლუციურ განვითარებას იწვევს. ის ქვეყნები, რომლებსაც შექმნილი აქვთ ასეთი ინოვაციური კომპანიები და განვითარების სათანადო გარემო, მნიშვნელოვნად მეტ კონკურენტულ უპირატესობას აღწევენ. ეს არის განვითარებული ქვეყნების ძირითადი უპირატესობა.

საქართველო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში, გადმოიღოს და სწრაფად დანერგოს სხვა ქვეყნების მიერ უკვე კარგად ნაცადი და აპრობირებული პრაქტიკა", - ამბობს აიეტი კუკავა, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტარტაპი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1) დაარსებული იყოს არაუმეტეს 2 წლისა;

2) შემოსავალი არ აღემატებოდეს $500,000-ს;

3) ჰქონდეს MVP,  რეგიონალური და გლობალური მასშტაბის პოტენციალი

(MVP - Minimum viable product - მინიმალური ხელშესახები პროდუქტი).

 

თუ ხართ შესაბამისი სტარტაპი, შემოგვიერთდით და დარეგისტრირდით:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე: https://seedsta.rs/tbilisi18_apply

Invitation code: ssw-tbilisi-2018-af 

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით შემდეგ მისამართზე:

https://www.seedstarsworld.com/event/seedstars-tbilisi-2018#attend

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

Facebook: https://www.facebook.com/Seedstarstbilisi/

Event: https://www.facebook.com/events/177050253119800/

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...