საქსტატში ახალი აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა

საქსტატში ახალი აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე  გოგიტა თოდრაძე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. მიმდინარე წლის  7 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ის ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.

გოგიტა თოდრაძეს საქსტატში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის  2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2016 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  2009 წლიდან ის ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

 საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება.

II კვარტალში კვერცხის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0,1%-ით გაიზარდა

II კვარტალში კვერცხის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0,1%-ით გაიზარდა

17 აგვისტო, 2018

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში წარმოებულია 156.5 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით აღემატება. ამავე პერიოდში, რძის წარმოებამ 183.4 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.2...