სადაზღვევო კომპანიის არჩევის ძირითადი ფაქტორები

სადაზღვევო კომპანიის არჩევის ძირითადი ფაქტორები

მიმდინარე წელს მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი სადაზღვევო კომპანიების ცნობადობისა და ნდობის პარამეტრების შესწავლა იყო.

კვლევა ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიების არჩევისას დაზღვევის მოხმარებლები და არამომხმარებლები სხვადასხვა ფაქტორით ხელმძღვანელობენ.

დაზღვევის მომხმარებლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ანაზღარეუბის სქემის სიმარტივეს, დაზღვევის პირობებსა და გამონაკლისებს და სერვისის ხელმისაწვდომობას. მაშინ როცა, დაზღვევის არამომხმარებელი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს სადაზღვევო კომპანიის იმიჯს და ახლობლისგან ან სხვადასხვა წყაროდან გაგებულ ინფორმაციას ანაზღაურებასა და მომსახურებაზე.

კვლევის არეალი მოიცავდა თბილისს და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხნენ. გამოიკითხნენ როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

06 ივნისი, 2018

2018 წლის 6 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 79 500 000 ლარი...