ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში?

ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში?

მიმდინარე წელს მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი სადაზღვევო კომპანიების ცნობადობისა და ნდობის პარამეტრების შესწავლა იყო.

დაზღვევის მომხმარებელთა დემოგრაფიული გადანაწლიება შემდეგნაირად გამოიყურება: გამოკითხულთა შორის დაზღვეულთა შორის ნახევარზე მეტი (53%) ქალია, ხოლო საშუალო ასაკი ორივე სქესისთვის, 25-დან 34 წელია (35%). ამ ასაკობრივი ჯგუფის დაზღვევის მომხმარებელი ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს. რაც შეეხება რესპონდენტთა სამუშაო სტატუსს , გამოკითხულთა უმრავლესობა - 60% დაქირავებული მუშაკია , რომელთა 78%-იც სარგებლობს კერძო დაზღვევით. რაც განპირობებულია იმით, რომ დაქირავებულ მუშაკთა უმრავლესობა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელია. მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა მხოლოდ 12% სარგებლობს ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევით.

 

კვლევის არეალი მოიცავდა თბილისს და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხნენ. გამოიკითხნენ   როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.

 

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

17 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...