ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში? - ACT-ის მიერ ჩატარებული 2018 წლის კვლევის შედეგები

ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში? - ACT-ის მიერ ჩატარებული 2018 წლის კვლევის შედეგები

მიმდინარე წელს მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი სადაზღვევო კომპანიების ცნობადობისა და ნდობის პარამეტრების შესწავლა იყო.

დაზღვევის მომხმარებელთა დემოგრაფიული გადანაწლიება შემდეგნაირად გამოიყურება: გამოკითხულთა შორის დაზღვეულთა შორის ნახევარზე მეტი (53%) ქალია, ხოლო საშუალო ასაკი ორივე სქესისთვის,  25-დან 34 წელია (35%). ამ ასაკობრივი ჯგუფის დაზღვევის მომხმარებელი ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს.

რაც შეეხება რესპონდენტთა სამუშაო სტატუსს , გამოკითხულთა უმრავლესობა - 60% დაქირავებული მუშაკია, რომელთა 78%-იც სარგებლობს კერძო დაზღვევით. რაც განპირობებულია იმით, რომ დაქირავებულ მუშაკთა უმრავლესობა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელია. მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა მხოლოდ 12% სარგებლობს ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევით.

კვლევის არეალი მოიცავდა თბილისს და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხნენ. გამოიკითხნენ   როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...