EIB-ის ვიცეპრეზიდენტი: ბახტაძის ახალ ინიციატივას EIB შესაბამისი ფინანსური მექანიზმებით უზრუნველყოფს

EIB-ის ვიცეპრეზიდენტი: ბახტაძის ახალ ინიციატივას EIB შესაბამისი ფინანსური მექანიზმებით უზრუნველყოფს

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა დღეს ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მოახერხოს ყველა მოქალაქის ჩართვა ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაში, რომელსაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული რეფორმები შექმნის.
 
"ჩვენ განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა საგარანტიო სტრუქტურის შექმნა საქართველოს ბანკებისთვის, რომელიც უფრო იაფ დაფინანსებას მოიტანს და შეამცირებს ბანკების ხარჯს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რა თქმა უნდა, ასევე, განვიხილავთ სხვა ელემენტებსაც, როგორიცაა  მიკრო სესხები და EIB-ის მხრიდან უფრო მეტი იაფიანი დაფინანსების გაწევა საქართველოს ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომელიც ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება განკუთვნილი. საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელმაც  დაადასტურა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკმა.
 
როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნისთვის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთად, ფინანსურ რესურსებს მიმართავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან აღნიშნული სექტორის განვითარება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით 250 მლნ ევროს მიმართავს  გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.
რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...