საგანელიძე: მოგეხსენებათ, 16 წელია პოლიტიკაში ვარ და ეს წაადგება პარტიას

საგანელიძე: მოგეხსენებათ, 16 წელია პოლიტიკაში ვარ და ეს წაადგება პარტიას

"დავით საგანელიძე პოლიტსაბჭოში რჩება. უნდოდა წასვლა, მაგრამ პოლიტსაბჭომ უარი უთხრა", - ასე ჟღერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტება, რომელიც ჟურნალისტებთან გააკეთა.

დილით წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, დღის მეორე ნახევარში კი გადაწყვიტა, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება პოლიტსაბჭოს წაადგებოდა.

"პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ (ბიძინა ივანიშვილი), ასე ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის, იყო მოსაზრება რომ დიდი გამოცდილება მაქვს მართლაც პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში არამედ მანამდეც.

მოგეხსენებათ, 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას. ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ხელისუფელების წევრები, მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არიან და ამ შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად არ არის ინტერესთა კონფლიქტი", - განაცხადა დავით საგანელიძემ და პოლიტსაბჭოში დარჩა.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

17 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...