National Geographic-თან ერთად მასშტაბური კამპანია იწყება

National Geographic-თან ერთად მასშტაბური კამპანია იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო პორტალზე National Geographic მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს სამოგზაურო ჟურნალთან თანამშრომლობის დეტალები საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და National Geographic-ის ცენტრალური ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა გააცნეს, კონფერენციას ესწრებოდა სამოგზაურო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი ნიტუ კამბოჯი. National Geographic-ზე ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს.
 
ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4,541,183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალით. მასალა სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება. კამპანიის ფარგლებში სპეციალური ონლაინ ბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე. გარდა ამისა ვიდეოს გაშვების წინ საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება. National Geographic აუდიტორია შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
 
• Facebook -NAT GEO TRAVEL4.6M+გამომწერი;
• Facebook - NAT GEO ADVENTURE 9.3M+გამომწერი;
• 56 მილიონი ონლაინ და ბეჭდური გამოცემის მკითხველი.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

18 სექტემბერი, 2018

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...