მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 2 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 2 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 2 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოლების აზიზქენდის, ალგეთის, ბაიდარის, გაჯისაქენდის, თაზაქენდის, საბირქენდის, ქუთლიარის, ხუტორისა და  ლეჟბადინის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 2 მაისის საღამოს 16:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

26 მაისი, 2018

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...