გარდაბნის რამდენიმე სოფელსა და ქ. გარდაბანში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის რამდენიმე სოფელსა და ქ. გარდაბანში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 2 მაისის დილის 10:00 საათიდან 3 მაისის საღამოს 16:00 საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების სართიჭალის, ზემო ვაზიანისა და მუხროვანის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება. ხოლო, 2 მაისის დილის 11:00 საათიდან 4 მაისის საღამოს 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემდეგი სოფლების კაპანახჩისა და ლელაშხას, ქალაქ გარდაბანში კი, შემდეგი ქუჩების ლესელიძის, თბილწყაროს, ოქტომბრის, დ. აღმაშენებლის, კონსტიტუციის, ულიანოვსკისა და კოტეჟების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

26 მაისი, 2018

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...