დიმიტრი ქუმსიშვილი: მარტში მშპ-ს საშუალო ზრდამ 5.6% შეადგინა

დიმიტრი ქუმსიშვილი: მარტში მშპ-ს საშუალო ზრდამ 5.6% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% (იანვარი - 4.4%;  თებერვალი - 5.5%) შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარტში ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა. მისი თქმით, მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, უძრავი ქონება.  ამასთან, პირველი ვიცე-პრემერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ.

2018 წლის მარტში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1 პროცენტით  გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  4 786 ერთეულს გაუტოლდა.

"მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალი პოზიციები ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ბრიფინგზე მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზეც ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ,  მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებზე ისაუბრა, მათ შორის წმინდა ფულადი გზავნილების მაღალ მაჩვენებელზე, მან ასევე აქცენტი გააკეთა საგარეო ვაჭრობის დადებით დინამიკაზე.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

17 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...