დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს საშუალო ზრდამ 5.2%  შეადგინა

დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს საშუალო ზრდამ 5.2% შეადგინა

"წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2% -ია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

პირველი ვიცეპრემიერის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში მშპ-ს საშუალო ზრდამ 4,4 პროცენტი, თებერვალში - 5,5 პროცენტი, ხოლო მარტში - 5,6 პროცენტი შეადგინა.

ზრდის მთავარ ფაქტორებზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა; ტრანსპორტი; სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა; უძრავი ქონება.  ამასთან, პირველი ვიცე-პრემერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ.

2018 წლის მარტში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1 პროცენტით  გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  4 786 ერთეულს გაუტოლდა.

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

16 საათის წინ

მიმდინარე წლის 20-22 სექტემბერს, საქართველო  უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას  უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 21 სექტემბერს, იგეგმება ღონისძიება, რომლის...