სადაზღვევო სექტორს ისევ ბანკები ავიწროვებენ

სადაზღვევო სექტორს ისევ ბანკები ავიწროვებენ

სადაზღვევო სექტორზე ბანკების ექსპანსიური გავლენის შესამცირებლად უნისონი სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მიზნით  გამგეობის სხდომის მოწვევის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის. სხდომა 2 მაისსაა ჩანიშნული.

უნისონში პრობლემის რამდენიმე მხარეს გამოყოფენ და მისი მოგვარების გზებზეც საუბრობენ. უნისონის გენერალური დირექტორი ბატონი ვასილ ახრახაძე ისაუბრებს არსებულ პრობლემებზე.ბატონო ვასილ, კონკრეტულად რაში ხედავთ პრობლემას?

სექტორში ბანკების დესტრუქციულმა ჩარევამ უკვე პიკს მიაღწია. ბაზრის მოგების 90% მათი შვილობილი ან მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების ხელში ხვდება, მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის და თავიანთი სადაზღვევო კომპანიების თავზე მოხვევის გზით.  მაშინ როცა ინდუსტრიის დანარჩენი ნაწილის ნახევარზე მეტი წელს ზარალით ასრულებს.

პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა ბანკების მფლობელობაში არსებული ახალი კომპანიების გამოჩენამ ბაზარზე, რომელთაც მოერგო სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონი. დაზღვევის მართვაში გამოცდილების არმქონე კომპანიებმა დაიმკვიდრეს სრულფასოვანი ადგილი სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში და იღებენ იგივე შემოსავალს სავალდებულო დაზღვევის ცენტრისგან, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მზღვეველები. ეს კიდევ უფრო ავიწროვებს ბაზრის თავისუფალ მოთამაშეებს და ინვესტორებისთვის სექტორს არამიმზიდველს ხდის.

სახეზე გვაქვს აბსოლუტურად დაუცველი სადაზღვევო ინდუსტრია.

რას გულისხმობთ დაუცველობაში?

პრობლემაა, რომ გუშინდელი ჩვენი ზედამხედველი, რომელიც ფლობს სექტორზე კომერციულ და კონფიდენციალურ ინფორმაციას და დაზღვევის ლიცენზიებსაც გასცემს,  დღეს უკვე კონკურენტად მოგვევლინა ერთ-ერთი ბანკის შვილობილ ახლადგახსნილ სადაზღვევო კომპანიაში.  კანონი არც ამ და არც წარსულში მომხდარ ანალოგიურ შემთხვევებზე არაფერს გვეუბნება.

ასეთი ქმედება მიწასთან ასწორებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის რეპუტაციას.

ჩვენ დღეს უკვე გვაშინებს ზედამხედველთან ინფორმაციის გაცვლა, რადგან არსებობს საფრთხე, ხვალ ეს მონაცემები კონკურენტის ხელში აღმოჩნდეს.

რას ფიქრობთ, ექნება მხარდაჭერა თქვენს ინიციატივებს სხდომაზე?

სამწუხაროდ, ასოციაციის წევრების ნაწილს ბანკებთან სხვადასხვა ინტერესი აკავშირებთ, რაც ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს. ბანკებთან ღია დაპირისპირებას ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მათაც აწუხებთ.

როგორ წარმოგიდგენიათ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი? ამჯერად სხდომაზე რა საკითხებს დააყენებთ?

ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით დავარწმუნოთ ასოციაციის თავისუფალი წევრები, იყვნენ პრინციპების ერთგულნი და სადაზღვევო სფეროსა და მომხმარებლის დაცვის მიზნით გაერთიანდნენ.

ჩვენ მოვითხოვთ საბანკო სექტორში აღსრულდეს კონკურენციის შესახებ კანონი, რომლის აღსრულებასაც ეროვნული ბანკი გაურბის; აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი ბანკებში სადაზღვევო სერვისების მიწოდებისას.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მთავრობამ იმსჯელოს საკითხის მოგვარებაზე, ვინაიდან, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა, ვერ გაამართლა. უმჯობესია გავითვალისწინოთ უცხოეთის მაგალითები, სადაც ზედამხედველობის სამსახური ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია. სექტორი ასე უფრო დაცული იქნება მსგავსი სუბიექტური ფაქტორებისგან, რაც სამომავლოდ მუშაობას უფრო დაბალანსებულს და პროდუქტიულს გახდის.

სტატია ქვეყნდება სარეკლამო წესით

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...