უორენ ბაფეტი: ბიტკოინების შეძენა სპეკულაციაა და არა ინვესტირება

უორენ ბაფეტი: ბიტკოინების შეძენა სპეკულაციაა და არა ინვესტირება

ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი უორენ ბაფეტი მიიჩნევს, რომ ბიტკოინების შეძენა სპეკულაცია და აზარტულ თამაშებში ჩაბმაა და არა ინვესტირება. ამის შესახებ იგი Yahoo Finance-თან ინტერვიუში აცხადებს. უორენ ბაფეტის კაპიტალი ამ ეტაპზე 100 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. 

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ორი სახის საგანი არსებობს, რასაც ადამიანები ყიდულობენ და ჰგონიათ, რომ ამით ინვესტიციას ახორციელებენ. მისი თქმით, აქედან ერთ-ერთი რეალურ ინვესტიციას წარმოადგენს, ხოლო მეორე - არა. მისი მოსაზრებით, ბიტკოინები მეორე კატეგორიას განეკუთვნება.

"იმ შემთხვევაში, თუ ფერმის, საცხოვრებელი სახლის, ან ბიზნესში წილის მსგავს რამეს ყიდულობ, ეს სრულიად მისაღებ ინვესტიციას წარმოადგენს. ამით უშუალოდ ინვესტიციას უყურებ, რაც შემოსავალს მოგიტანს. თუკი ბიტკოინს, ან სხვა კრიპტოვალუტას ყიდულობ, მაშინ რეალურად ისეთი არაფერი გაქვს, რაისი მეშვეობითაც შეგიძლია რაიმე აწარმოო. უბრალოდ იმედი გაქვს, რომ მომდევნო ადამიანი უფრო მეტს გადაგიხდის", - აცხადებს ბაფეტი.

უორენ ბაფეტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ციფრული ფულის ყიდვაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, უბრალოდ საჭიროა ერთმანეთისგან არჩევდე ინვესტირებასა და აზარტულ თამაშებს.

"როდესაც ამას აკეთებ, ინვესტიციას არ ახორციელებ. ამ დროს სპეკულაციას ახდენ. ამაში ცუდი არფერია. თუ აზარტული თამაშების თამაში გსურს, მაშინ მოვა ვინმე სხვა და ხვალ უფრო მეტ ფულს გადაგიხდის, ეს კი ერთ-ერთია თამაშებიდან. ეს ინვესტიცია არ არის", - აღნიშნავს უორენ ბაფეტი.

საბურავების მწარმოებელი კომპანია Pirelli ვენესუელაში მუშაობას წყვეტს

საბურავების მწარმოებელი კომპანია Pirelli ვენესუელაში მუშაობას წყვეტს

09 სექტემბერი, 2018

კომპანია Pirelli-მა, რომელიც საბურავებს აწარმოებს, განაცხადა, რომ წყვეტს თავის საქმიანობას ვენესუელაში და ასევე ყიდის საკუთარ ქარხანას კარაბობოს შტატში.  ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.  "Pirelli მადლობას უხდის კომპანიის...