თბილისში რომის სიმფონიური ორკესტრის ქორმაისტერი ჩამოდის

თბილისში რომის სიმფონიური ორკესტრის ქორმაისტერი ჩამოდის

28-30 აპრილს თბილისს რომის სიმფონიური ორკესტრის ქორმაისტერი, სტეფანო კუჩი ეწვევა. ის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან მოსამზადებელ რეპეტიციებს ჩაატარებს. ენიო მორიკონეს კონცერტის რეპერტუარი თბილისში უკვე გამოგზავნილია. აღსანიშნავია, რომ სტეფანო კუჩი დიდი ხანია, თანამშრომლობს მაესტრო მორიკონესთან.

შეგახსენებთ, რომ ენიო მორიკონე პირადად უდირიჟორებს რომის სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც მასთან ერთად საქართველოში 18 მაისს ჩამოფრინდება. სცენაზე კომპოზიტორს, მისი ცნობილი კინომუსიკის შესასრულებლად, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის 70–კაციანი გუნდი შეუერთდება.

კონცერტი 19 მაისს, შეკვეთილში მდებარე "ბლექ სი არენაზე" გაიმართება, დარბაზის 2018 წლის სეზონის გახსნის აღსანიშნავად.

ენიო მორიკონეს კონცერტი საქართველოში მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ღონისძიება გაიმართა და ეძღვნება კომპოზიტორის 60–წლიანი ბრწყინვალე მუსიკალური კარიერის აღნიშვნას.

ბილეთების ყიდვა მაესტრო მორიკონეს კონცერტზე დასასწრებლად შესაძლებელია ვებპორტალიდან www.tkt.ge. აღნიშნულ პორტალზე ბილეთები 20 აპრილიდან იყიდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

26 მაისი, 2018

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...