ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება

ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება

პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსათვის" ფარგლებში ყვარელში,  ილიას  ტბის  მიმდებარედ  40 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი აშენდება. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 40 ადამიანს დაასაქმებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე  152 000 ლარად ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29 962  კვ.მ უძრავი ქონება გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...