ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო

ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივით სასტუმრო "იოტაში" ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ფორუმის მიზანია, საერთაშორისო და შიდაბაზარზე ქვემო ქართლის ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში, შესაძლებელია უამრავი ღირსესანიშანაობის მონახულება და სხვადასხვა სახის ტურისტული აქტივობით დაკავება: ღვინის, არქეოლოგიური, კულტურული, აგრო, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა.

ფორუმის ფარგლებში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის პრეზენტაცია, რომელიც ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს. ფორუმის მონაწიელებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

07 ივნისი, 2018

23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge" უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "Welcome Challenge"-ის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის...