ვაშაძე: ივანიშვილის დაბრუნება მისი ძალაუფლებისთვის ლეგალური საფუძვლის შექმნის უსუსური მცდელობაა

ვაშაძე: ივანიშვილის დაბრუნება მისი ძალაუფლებისთვის ლეგალური საფუძვლის შექმნის უსუსური მცდელობაა

"საერთაშორისო ზეწოლა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, გახდა ორი უმთავრესი ფაქტორი, რამაც აიძულა  ივანიშვილი "დაბრუნებულიყო", - ამის შესახებ გიორგი ვაშაძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის მოდელი - ფლობდე ძალაუფლებას პასუხიმგებლობისა და ყველანაირი ლეგიტიმაციის  გარეშე, ეწინააღმდეგება და ანგრევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძვლებს. რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულიად მიუღებელია და  სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

პარტიის თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნების განაცხადი,  მისი ძალაუფლებისთვის  ლეგალური საფუძვლის შექმნის, უსუსური მცდელობაა.  რეალურად, ივანიშვილის დაბრუნებით, ქვეყანაში  არაფერი შეიცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ ის არასდროს წასულა და  იმ პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს აწუხებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...