დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

თბილისი უკრაინული კინოს ფესტივალს „უკრაინა ფოკუსში" მასპინძლობს. ღონისძიება დღეს, 26 აპრილს, 19:30 საათზე კინოთეატრ "ამირანში" პრეს ბრიფინგით გაიხსნება, რომელსაც უკრაინის კულტურის მინისტრი - ევღენ ნიშჩუკი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორები - მარია მოსკალენკო (FX Film Georgia), იულია სინკევიჩი (JS Films Ukraine) და ასევე ფესტივალის გამხსნელი ფილმის The Line რეჟისორი - ანდრეი ერმაკი და მსახიობი რიმა ზიუბინა დაესწრებიან.

20:00 საათზე ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, 21:00 საათზე მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზატორებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან დამსწრე საზოგადოების წინაშე, რის შემდეგაც ფესტივალის გამხსნელი ფილმის The Line ჩვენება გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადამღები ჯგუფი რეჟისორთან ერთად თბილისში იმყოფება და სწორედ ისინი წარადგენენ ფილმს.

უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" თანამედროვე უკრაინული კინოფილმების ჩვენებას 26-29 აპრილს უმასპინძლებს. ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალია. ფილმები ორიგინალურ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

5 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...