მაია ცქიტიშვილი: კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება

მაია ცქიტიშვილი: კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად,  ტურისტული სეზონის წინ, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური  განვითარების ფონდმა გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა  ადგილობრივ მოსახლეობას, აჭარის მთავრობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიაწოდა.

მინისტრის თქმით, კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება.

"სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც 1 მაისიდან დაიწყებს სამუშაოებს. ეს საშუალებას მოგვცემს პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი საზაფხულო სეზონის დაწყებამდე დავასრულოთ და არსებული ვითარება რადიკალურად გამოვასწოროთ", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, გასულ წელს, 2 მილიონამდე ტურისტმა დაისვენა. მაია ცქიტიშვილის და ზურაბ პატარაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსვენებელთა ყოველწლიურად მზარდ რაოდენობას, კომფორტული გარემო დახვდეს.

ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საკითხით დაინტერესებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

10 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...