კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 286.6 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 286.6 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 286.6 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 22.2 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 247.5 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 39.1 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2018 წლის მარტის განმავლობაში 1.1 პროცენტით ანუ 134.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 11.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.75 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...