საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 459.1 მილიონი ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 459.1 მილიონი ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი აპრილისათვის 19.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 459.1 მლნ ლარით, ანუ 2.4 პროცენტით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 461.3 მლნ ლარით, ანუ 4.0 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 2.2 მლნ ლარით, ანუ  0.03 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 37.21 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.93 პროცენტული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

26 მაისი, 2018

2018 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების...