თიბისი ბანკმა საბანკო სექტორის შესახებ პირველი ონლაინპლატფორმა შექმნა

თიბისი ბანკმა საბანკო სექტორის შესახებ პირველი ონლაინპლატფორმა შექმნა

დღეიდან მომხმარებლები ქართული საბანკო სექტორის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მიღებას ონლაინპლატფორმის - www.bankfacts.ge-ის საშუალებით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ვებგვერდი თიბისი ბანკის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია არგუმენტირებული პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაინტერესებულ პირებს საბანკო სექტორთან დაკავშირებით შესაძლოა გაუჩნდეთ. ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და სხვა სანდოდ აღიარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ის მუდმივად განახლდება საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად.

Bankfacts.ge -ზე განთავსებული ინფორმაცია საჯაროა. დაინტერსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ,  გაეცნონ  საქართველოში ბანკების  სესხების, დეპოზიტების, საპროცენტო განაკვეთების, მოზიდული სახსრების დინამიკას და იხილონ შესაბამისი გრაფიკული ვიზუალები.

ახალი ონლაინპლატფორმა საფინანსო და საბანკო სფეროს ექსპერტებისთვის ღიაა. მათ მუდმივად შეუძლიათ ითანამშრომლონ პლატფორმასთან და სექტორთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე მოამზადონ სხვადასხვა ტიპის ობიექტური მასალა.

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

16 საათის წინ

2018 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების...