აზიზ სალტიკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მატულობს

აზიზ სალტიკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მატულობს

სასტუმრო თბილისი მერიოტში "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ორგანიზებით, გაიმართულ კონფერენციას - განახლებადი ენერგიის განვითარება - გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ, ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აზიზ სალტიკი დაესწრო.

"ნამახვანიჰესი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ქართული ენერგო სისტემის მდგრადობის და ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მატულობს, იმპორტირებული ელექტროენერგია უნდა ჩანაცვლდეს ადგილობრივი რესურსით რისი პოტენციალიც საქართველოს ნამდვილად აქვს", -  განაცხადა აზიზ სალტიკმა.

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია, ქართულ ენერგო სექტორში 750 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას გეგმავს.  ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება. ჰესების კასკადის მშენებლობა 15% გაზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ  ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს“ საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, BP-ის რეგიონულ დირექტორ კრის შლიტერი, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, ბიზნეს სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...