გიორგი ვაშაძემ სავალუტო ფონდის დირექტორის პირველი მოადგილესთან გამართა შეხვედრა

გიორგი ვაშაძემ სავალუტო ფონდის დირექტორის პირველი მოადგილესთან გამართა შეხვედრა

გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში  ვიზიტის ფარგლებში, სავალუტო ფონდის დირექტორის პირველი მოადგილესთან გამართა შეხვედრა. "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი, დეივიდ ლიპტონს იმ  სიახლეებსა და გადაწყვეტებზე ესაუბრა, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა" ამერიკულ და უკრაინულ მხარეს ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტის დაკავშირებით შესთავაზა.

"შეხვედრებმა ცხადყო, რომ ანტკორუფციული სასამართლოს პროექტის მიმართ, საკმაოდ  მაღალია ამერიკული მხარის ინტერესი. სავალუტო ფონდში გამართულ შეხვედრაზე, პროექტში არსებულ ახალ ინივიატივებსა და გადაწყვეტებზე ვისაუბრეთ. ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში, ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით ჩამოყალიბდება, არის უპრეცენდენტო. ახალი თაობის რეფორმის პროექტში არსებული მექნიზმებით, მოკლე ვადაში შეიქმნება მიუკერძოებელი, სანდო და სამართლიანი სასამართლო.

პროექტი უნიკალური და ინოვაციურია იმითაც, რომ მოსამართლეების შერჩევაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უცხოელი ექსპერტები, რომელთა ნეგატიური დასკვნის შემთხვევაში კანდიდატი მოსამართლედ ვერ დაინიშნება. ამ პროექტს ანალოგი არცერთ ქვეყანაში არ გააჩნია და ეს იქნება ძალიან კარგი მოდელი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

17 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...