გიორგი ვაშაძემ ბრიჯიტ ბრინქსთან საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა

გიორგი ვაშაძემ ბრიჯიტ ბრინქსთან საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა

"ახალი საქართველოს" ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინქს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა  მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოში საარჩევნო სისტემის ხარვეზებს. მათ შორის, საარჩვენო ადმინისტრაციების დაკომპლექტების არსებულ წესს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა  და არჩვენებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული  ფულის მიმოქცევის საკითხებს.

"ბრიჯიტ ბრინქსთან შეხვედრისას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. საუბრის მთავარი  თემა  იყო საქართველოში არსებული   პოლიტიკური გარემო, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის, სამართლიანი, თავისუფალი  და კონკურენტული საარჩვენო გარმოს შექმნას. ასევე ვისაუბრეთ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და იმაზე, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ გაცხადებული ე.წ რეფორმების ოთხი ტალღისა, დღეს ქართული სასამართლო კვლავ  კატასტროფულ მდგომარეობაშია. ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვყენებული ანგარიშითაც დასტურედება. ანგარიშში ნათლად წერია, რომ ხდება სასამართლოს პოლიტიზირება. ამის ნათელი დადასტურებაა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე.  ამერიკული მხარე განსაკუთრებული ყურადღებით აკვრიდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მოყვება სათანადო რეაგირება მათი მხრიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...