გიორგი ვაშაძემ დიდი პროდასავლური გაერთიანების შექმნაზე ისაუბრა

გიორგი ვაშაძემ დიდი პროდასავლური გაერთიანების შექმნაზე ისაუბრა

"ახალი საქართველო" ლიდერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი ვაშაძე  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა ბრიჯიტ ბრინქსთან. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროპის და ევრაზიის საკითხებში შეხვედრისას, განიხილეს რამდენიმე ძორითადი მიმართულება, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესები და დიდი ოპოზიციური გაერთიანება.

"საქართველოში იქმნება დიდი ოპოზიციური გაერთიანება, სადაც პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი. არსებული რეალობიდან გამოსავალი არის ერთიანობა, ამიტომ, მნიშნველოვანია მოხდეს ძალების კონსოლიდაცია. ეს ძალა, მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ერთიანი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი. ამ დროისთვის მოიაზრება ათამდე პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ეს მიუთითებს იმას, რომ უკანა პლანზე იწევს პერსონალური ამბიციები და ორიენტაცია მხოლოდ საქმის კეთებაზეა. ეს იქნება ახალი სტილის გაერთიანება, რომელიც გულისხმობს ყველა მხარის მაქსიმალურ ჩართულობას და ღიაობას. ეს არის  ერთადერთი სწორი გზა გამარჯვებისკენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ბრიჯიტ ბრინქსთან შეხვედრისას, სწორედ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბრიჯიტ ბრინქსთან შეხვედრისას, განიხილეს ასევე საქართველოს სასამარლოს სიტემაში არსებული მდგომარება. საუბარი შეეხო ტელეკომპანია რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...