ბახტაძე სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

ბახტაძე სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა. მხარეებმა  დეპარტამენტის მიერ საქართველოს, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების  მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
 
ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა  სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს გააცნო ის დადებითი  დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში, საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, განიხილეს საგადასახადო პოლიტიკასა და შემოსავლების ადმინისტრირების საკითხები, საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...