ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო

ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გავლენიანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო.

ავია კომპანია Wizz Air-თან ერთად ქუთაისი - ლონდონის მიმართულებით არსებული ფრენებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით საქართველოს Lonely Planet-ის, Travel Magazine-ის, TNT Magazine-ის 7 ჟურნალისტი ეწვია. ტურის ფარგლებში ბრიტანელმა ჟურნალისტემა თბილისი, ქუთაისი, კახეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს. ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...