სილქნეტი და ჯეოსელი მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ

სილქნეტი და ჯეოსელი მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ

სატელეკომუნიკაციო ბაზრის ორი ლიდერი კომპანიის გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ყველა სატელეკომუნიკაციო ინოვაციური პროდუქტის და სერვისის ერთობლიობას, რასაც თან ახლავს დიდი უპირატესობები: სიმარტივე, ინდივიდუალური მოქნილი პირობები და ხარჯებისა და დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სილქნეტი ავრცელებს.

სპეციალური შეთავაზება სილქნეტისა და ჯეოსელის საერთო აბონენტებისთვის გულისხმობს ჯეოსელის ქსელში უსასრულო საუბარს სამი თვის ვადით. ეს შეთავაზება ვრცელდება თბილისსა და რეგიონებში არსებულ სილქნეტის ყველა აბონენტზე, რომლებიც ამავდროულად, არიან ჯეოსელის მომხმარებლებიც და არსებული ნომრით არიან დარეგისტრირებული სილქნეტის ბაზაში ძირითად საკონტაქტო პირად.

შეთავაზების გააქტიურება შესაძლებელია მომდევნო სამი თვის განმავლობაში, 23 ივლისის ჩათვლით. ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია აქტივაციის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში. შეთავაზების აქტივაცია შესაძლებელია შემდეგი არხებით: USSD კოდის - *155#, ჯეოსელის მობილური აპლიკაციის ან ონლაინ პორტალის მეშვეობით. იმისათვის, რომ სილქნეტისა და ჯეოსელის საერთო აბონენტებმა ისარგებლონ ამ შეთავაზებით, საჭიროა, ჯეოსელის ნომერი იყოს ორმხრივად აქტიური. იგივე პირობა ვრცელდება სილქნეტის მომხმარებლებზეც: სილქნეტის სერვისები არ უნდა იყოს ცალმხრივად შეზღუდული. შეთავაზება ვრცელდება სილქნეტის და ჯეოსელის ფიზიკურ პირ აბონენტებზე, ასევე ჯეოსელის იმ მომხმარებლებზეც, რომლებიც არიან  კორპორატიული ნომრის მქონე ფიზიკური პირი აბონენტები.

ამ შეთავაზებით აბონენტები მიიღებენ იმ უპირატესობას, რომელიც სილქნეტისა და ჯეოსელის გაერთიანებას ახლავს თან. ამ გაერთიანების მიზანია ახლო მომავალში მომხმარებლისთვის კონვერგენტული სატელეკომუნიკაციო მომსახურების შეთავაზება, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას და მობილური სერვისების მიწოდებას.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

25 წუთის წინ

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს...