ვითიბი ბანკის საკრედიტო პორტფელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

ვითიბი ბანკის საკრედიტო პორტფელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

2018 წლის პირველი კვარტლის შედეგებით ვითიბი ბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით (IFRS), მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემით ვითიბი ბანკი ტოპ სამეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

პირველი კვარტლის ბოლოსთვის ვითიბი ბანკის აქტივებმა 1,6 მილიარდი ლარი შეადგინა.მარტის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.2% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE)  15.6%.

"ვითიბი ბანკის  ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ბანკის სწორი რისკების პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ კლიენტებისთვის საჭირო საბანკო პროდუქტების და საუკეთესო სერვისის მიწოდებას და მხარს ვუჭერთ მათი ფინანსური გეგმების წარმატებით განხორციელებას", - აღნიშნა ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

16 საათის წინ

2018 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების...