საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია "გრატოს" შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ათი თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია Cree-ს მიერ წარმოებულ ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს. ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...