ჩოგოვაძე: ღამის ეკონომიკის განვითარებით, თბილისი ღამის მუშაობის გრაფიკზე გადავა

ჩოგოვაძე: ღამის ეკონომიკის განვითარებით, თბილისი ღამის მუშაობის გრაფიკზე გადავა

ამ წუთებში დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის სღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სასტუმრო "ბილტმორში" წარადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითრებით, დედაქალაქში არსებულ სერვისებს ეკონომიკურად მეტი შემოსავალი ექნება და დედაქალაქი კი მეტ ვიზიტორს მიიღებს.

"დღეს მერია წარმოადგენს 6-თვიან პროგრამას, თუ როგორ შეწყობს ხელს ღამის ცხოვრებას და ღამის ეკონომიკის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველოს 8 მილიონზე მეტი მოგზაური ეწვევა საქართველოს. დაახლოებით ნახევარი მათგანი თბილისს სხვადასხვა პერიოდებში მოინახულებს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ არსებული ტურისტული პროდუქტები, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები უფრო ადაპტირებული იყოს ღამის მუშაობაზე. შესაბამისად, ეს მეტ ეკონომიკურ აქტივობას გამოიწვევს, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ღამის ეკონომიკის განვითარებით შესაძლებელი გახდება რაც შეიძლება მეტი ტურისტი გავაჩეროთ. ამით დედაქალაქი ღამის მუშაობის გრაფიკს მოერგება, ანუ ღამის ეკონომიკის განვითარებით თბილისი ღამის მუშაობის გრაფიკზე გადავა", - განაცხადა ჩოგვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ღამის ეკონომიკის გავითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე იქნება.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

3 საათის წინ

2018 წლის 15 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და...