ენერგოომბუდსმენი 2017 წლის ანგარიშს წარადგენს

ენერგოომბუდსმენი 2017 წლის ანგარიშს წარადგენს

20 აპრილს, სასტუმრო "იოტაში" 12:00 საათზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (ენერგოომბუდსმენი) სალომე ვარდიაშვილი 2017 წლის ანგარიშს წარმოადგენს.

დოკუმენტში ასახულია საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი და საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი რეაგირებები.

ანგარიშში წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური მონაცემები სამსახურის საქმიანობის შედეგებისა და მომხმარებელთა მომართვიანობის შესახებ, საჩივრების შინაარსი ენერგოკომპანიების მიხედვით და საზოგადოებრივი დამცველის აქტივობის შედეგად ჩამოწერილი თანხების ოდენობა.

ენერგოომბუდსმენის ანგარიშში ვრცლად იქნება მიმოხილული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში 2017 წელს არსებული პრობლემები.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

14 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...