სოფელ მეტეხში კერამიკული ნაწარმის საწარმო აშენდება

სოფელ მეტეხში კერამიკული ნაწარმის საწარმო აშენდება

კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში ესპანურ-ქართული ინვესტიციით კერამიკული ნაწარმის საწარმო აშენდება. წარმოების დაწყებისთვის კომპანია 2 105 256 ევროს ინვესტიციას განახორციელებს და 24 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო წელიწადში სულ მცირე 55 000 ტონა კერამიკული აგურს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს "კერამიკა ელ ტორენტეს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე 28 155 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

20 წუთის წინ

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს...