დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ-მარტში 30%-ით გაიზარდა

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ-მარტში 30%-ით გაიზარდა

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-მარტში 976.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 30.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 303.0 მლნ. აშშ დოლარი (48.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 673.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.6 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40.9 პროცენტი და იმპორტში 32.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 32.8, 35.5 და 31.9 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27.6 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში 30.1 პროცენტი).

2018 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (404.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (311.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (270.2 მლნ. აშშ დოლარი).

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

5 წუთის წინ

18-19 აგვისტოს, 15:00-დან 23:00 საათამდე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება ბათუმში, ერას მოედანზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა...