დიმიტრი ქუმსიშვილი: Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

დიმიტრი ქუმსიშვილი: Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

"19 მაისს Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონს გავხსნით ენიო მორიკონეს კონცერტით. მაესტროსთან ერთად 121-კაციანი ორკესტრი ჩამოვა საქართველოში და შეასრულებს ყველასთვის საყვარელ მუსიკას. სასიხარულოა ისიც, რომ მაესტროსთან ერთად კონცერტში ჩვენი ოპერის 70-კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან  მახარებს, რადგან ქართველებს ექნებათ ცოცხალ კლასიკოსთან მუშაობის, გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა და მეორეც - ეს იქნება შემოსავალი ჩვენი მუსიკოსებისთვის", - ამის შესახებ პირველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა.

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ზეიმი ყველასთვის. მოგეხსენებათ, რომ წელს გვაქვს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე და სწორედ აღნიშნული იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეს კონცერტი. ვფიქრობთ, რომ კარგი და ღირსეული არჩევანი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე ასეთი ღირსშესანიშნავი კონცერტით აღვნიშნოთ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტალიელი კომპოზიტორი საქართველოში პირველად ჩამოდის. პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში მისი კონცერტით 19 მაისს "ბლექ სი არენას" 2018 წლის სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება. ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  გამართავს. კომპოზიტორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება. სულ საქართველოში 121 ადამიანი ჩამოვა. ისინი ხუთვარსკვლავიან დელუქს სასტუმროში დაბინავდებიან. ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9.00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

15 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...