ბახტაძე: ბიზნესის წახალისებას არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდები უძრავ ქონებას იბარებენ

ბახტაძე: ბიზნესის წახალისებას არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდები უძრავ ქონებას იბარებენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უწყების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას,  ლომბარდების მუშაობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობაში ლომბარდებათან დაკავშირებით  ბევრი შეკითხვაა დაგროვილი.  მისი თქმით, ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ  ემსახურება ის ფაქტი, რომ  ლომბარდებს  უძრავი ქონების მიღების უფლება აქვთ. მინისტრის აზრით, ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდო საქმიანობაში არ უნდა მონაწილეობდეს.

"ამ მიმართულებით მკვეთრი  ნაბიჯები არის გადასადგმელი. ჩემი აზრით,  არამხოლოდ უძრავი, არამედ უძრავი  ქონების , როგორიცაა ავტომობილი, ჩაბარების უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ. ეს ყველაფერი   კონსულტაციის შედეგად  უნდა  განხორციელდეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პრობლემას,  რომელიც ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით დგას, ობიექტური საფუძველი და მის  აღმოსაფხვრელად ახალი თამაშის წესებია დასადგენი.

"ჩვენ, უნდა შევქმნათ ისეთი თამაშის წესები,  რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების  დამყარებას",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

4 საათის წინ

წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არის ლუდი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ეს სტატია არ არის სმისკენ მოწოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ მიირთმევთ...