საქართველოში მობილური აპლიკაციების პირველი ტრენინგ-ცენტრი იხსნება

საქართველოში მობილური აპლიკაციების პირველი ტრენინგ-ცენტრი იხსნება

საქართველოს უნივერსიტეტი და დეველოპერული კომპანია ლემონდუ, საქართველოში მობილური აპლიკაციების პირველ ტრენინგ-ცენტრს აარსებს, რომელიც დეველოპერებს, iOS-ისა და Android-ის პროგრამირებისთვის, სრულყოფილ სასწავლო კურსს შესთავაზებს. UG Lemondo-ს ტრენინგ-ცენტრი, სწავლების თვალსაზრისით უნიკალურია, რადგან ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ლიდერი დეველოპერული კომპანია, ერთდროულად ერთვება პროცესში. სწავლება საბაზრო მოთხოვნებზეა ორიენტირებული და მსურველებს, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. UG Lemondo უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. სასწავლო კურსი, კონკრეტულ ბიზნეს ამოცანებზე ანაზღაურებად მუშაობას მოიცავს. UG Lemondo-ს ტრენინგ ცენტრი, iOS-ის ინტენსიურ კურსებზე მიღებას, 1 მაისიდან იწყებს.
The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

11 საათის წინ

Google-ის თანამშრომლები საძიებო სისტემის ისე შემუშავების საკითხებს განიხილავენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემის წყარო იუწყება, "ვიცი, რომ ეს...