ტურიზმის ადმინისტრაცია Tripadvisor-ზე ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

ტურიზმის ადმინისტრაცია Tripadvisor-ზე ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ პორტალზე Tripadvisor ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

თანამშრომოლობასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და  Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჩად შივერმა მემორანდუმი გააფორმეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინტერნეტკამპანია Tripadvisor-ზე ერთი წელი გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით 2018 წლის  23 აპრილიდან და 22 სექტემბრამდე საქართველოს შესახებ Tripadvisor-ზე ბანერული რეკლამა განთავსდება, რომელსაც  სავარაუდოდ   3 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებელი იხილავს. ხოლო premium partnership პაკეტი, რაც შინაარსის განახლებას და მართვის საშუალებას გულისხმობს  2019 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდება.  ინტერნეტკამპანია მოიცავს 24  ქვეყანას: აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, იტალია, გემრანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და ა.შ.

Tripadvisor-ს  500 მილიონზე მეტი მიუკერძოებელი ტურისტული შეფასება აქვს, ვებგვერდს 440 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...