საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა RMG-ის საწარმო მოინახულა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა RMG-ის საწარმო მოინახულა

17 აპრილს  ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ  დაბა კაზრეთში კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტები მოინახულეს. კომპანიის მენეჯმენტმა ბიზნესომბუდსმენს ამომწურავი ინფორმაცია წარუდგინა დაგეგმილი პროექტების და იმ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც კომპანია გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს.

ირაკლი ლექვინაძემ  სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიები დაათვალიერა და ადგილზე საწარმოში მიმდინარე ყოველდღიურ სამუშაოებს გაეცნო.

"დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა კომანია "არემჯიში" სადაც გავეცანით, კომპანიის წარმოების პროცესს,  მათ საქმიანობას და წინსვლას ეკონომიკაში, ასევე გარემოსდაცვით პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას და პროექტებს რომლებსაც კომპანია  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კუთხით ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც კომპანია აწარმოებს იყოს კანონის ჩარჩოში. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების ნეგატიური აქტივობების შედეგად საფრთხე არ შეექმნას კომპანიის სრულფასოვნად ფუნქციონირების პროცესს რადგან საქმე ეხება ინვესტიციებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ვფიქრობ, რომ ზოგადად  ქვეყანაში გარკვეუწილად გაძლიერებულია ნეგატიური ფონი და ბიზნესის საწინააღმდეგოდ მიმართულ მსგავსი ტიპის მოქმედებებს ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა რეგიონებშიც.  მგონია, რომ ასეთი  მოქმედებები მოკლებულია გარკვეულ პასუხისმგებლობას და საჭიროა ნებისმიერი ინვესტორის მათ შორის "არემჯის" კანონიერი მოქმედებების აქტიური მხარდაჭერა", - განაცხადა დაბა კაზრეთში ვიზიტისას ირაკლი ლექვინაძემ.

"ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ დღეს "არემჯის" ეწვია ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც გაეცნო ჩვენს  მიმდინარე და სამომავლო პროექტებს. ჩვენი უახლესი პროექტი არის თეთრიწყაროს რაიონში, რომელიც  ბნელი ხევის საბადოდან კვარციტული მადნების მოპოვებას ითვალისწინებს.  ამას გარდა, გვაქვს რამდენიმე  ახალი პროექტი, მათ შორის ბექთაქარის საბადოს ოქრო-პოლიმეტალური მადნების პროექტი რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის უნდა შევიდეს ძალაში.

ვფიქრობ, რომ ბიზნესომბუდსმენი დღევანდელი ვიზიტისას თავად დარწმუნდა, რომ ჩვენს კომპანიას აქვს სერიოზული პერსპექტივები და გეგმები, მაგრამ ეს გეგმა და პერსპექტივა არ და ვერ იქნება გარემოს და სოციალური რისკების ფასად, რადგან კომპანიას ეს რისკებიც გათვალისწინებული აქვს.  კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი საქმიანობისას გარემოზე მავნე  ზემოქმედება მიმნიმუმამდე იქნება დაყვანილი, რათა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ჩვენი ყველა ახალი პროექტი იყოს მისაღები", -  განაცხადა "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...