ლაგოდეხის რამდენიმე სოფელს და ქ. ლაგოდეხის რამდენიმე ქუჩას 18 აპრილს გაზმომარაგება შეუწყდება

ლაგოდეხის რამდენიმე სოფელს და ქ. ლაგოდეხის რამდენიმე ქუჩას 18 აპრილს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 18 აპრილის დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი გაზის მიწოდება შემდეგი სოფლების: ჰერეთისკარის, ჭიაურის, წითელგორის, თამარიანის, კართუბანის, სვიდებას, მშვიდობიანის, ვარდისუბნის, შრომის, ცოდნისკარის, ნინიგორის, კავშირის, რაჭისუბნის, მაწიმის მოსახლეობას შეუწყდება. ასევე, ქალაქ ლაგოდეხში შემდეგი ქუჩების: ჭავჭავაძის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, გორგასლის, ბარათაშვილის, 9 აპრილის , თაყაიშვილის, წერეთლის, დუმბაძის, მესხის, ერისთავის, ფიროსმანის, ბათუმის, ცაბაძის, მაისურაძის, თბილისის, გურამიშვილის, ზაქათალის, კავკასიონის, აღმაშენებლის, ახალგაზრდობის, ჩოლოყაშვილის, მეგობრობის, ტაბიძის, მლოკოსევიჩის, სულხან საბას, თავისუფლების, ქიზიყის, ლაღიძის, 300 არაგველის, 26 მაისის, ბაგრატიონის, შიო მღვიმელის, ბახტრიონის, ნინოშვილის, მესხეთის, კუდიგორის, ჯანელიძის, თამარ მეფის, ვაშლოვანის, წმინდა ნინოს, ფალიაშვილის, გოგებაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ცინცაძის, ყაზბეგის, ჰერეთის, ვაჟა ფშაველას, კოსტავასა და ასათიანის  მაცხოვრებლებს შეუწყდება გაზმომარაგება. ამის შესახებ ინფორმაცია "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, არსებულ გაზმომარაგების ქსელზე ახალი გაზსადენის დაერთების სამუშაოები გახდება. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.