მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 19.1 მილიონი დოლარით გაიზარდა

მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 19.1 მილიონი დოლარით გაიზარდა

2018 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.1 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.0 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების  92.0 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.9 მლნ აშშ დოლარი (51.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.8 მლნ აშშ დოლარისა (41.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...