ყვარელში ილიას ტბასთან სახელმწიფო უძრავ ქონებას სასტუმროს ასაშენებლად ყიდის

ყვარელში ილიას ტბასთან სახელმწიფო უძრავ ქონებას სასტუმროს ასაშენებლად ყიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს "50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ ყვარელში,  ილიას  ტბის  მიმდებარედ  არსებული 29 962  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიცია,  40 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და  40 ადამიანის დასაქმება.

საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაში, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიაც მოხვდა (bm.ge)

საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაში, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიაც მოხვდა (bm.ge)

2 საათის წინ

2017 წლის TOP-10 ინვესტორთა სიაში, რომელთაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს, ერთ-ერთი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "საქართველოს თანაინვესტირების ფონდში" შემავალი საქართველოს ტურიზმის...