დვალიძე: ჯანჯღავამ მიიყვანა „ბადაგონში“, დაასაქმა, ორი შვილი მოანათლინა სალაყაიამ მას და უბილავას...

დვალიძე: ჯანჯღავამ მიიყვანა „ბადაგონში“, დაასაქმა, ორი შვილი მოანათლინა სალაყაიამ მას და უბილავას...

„ბადაგონის“ საქმეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური სწავლობს. დავა კომპანიის ერთადერთ ინვესტორ ვლადიმერ ჯანჯღავასა და ამჟამად 100% წილის მფლობელ გიორგი სალაყაიას შორის კვლავ გრძელდება. 

ვლადიმერ ჯანჯრავას ადვოკატი აცხადებს, რომ “სალაყაია იყო კომპანია „ბადაგონის“ ფორმალური, არაოფიციალური დირექტორი. ის ჯერ როგორც დეპუტატი, გარკვეული გავლენების და ურთიერთობების მქონე პირი, ხოლო მოგვიანებით როგორც მენეჯერი ხელმძღვანელობდა ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, სამშენებლო თუ გაყიდვების პროცესებს, რაშიც ინვესტორისგან სათანადო გასამრჯელოს იღებდა”.
„წლების განმავლობაში სალაყაია ხოტბას უძღვნიდა ვლადიმერ ჯანჯღავას და ახლა, 2017 წლის ბოლოს, როცა საწარმოში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, სალაყაიამ იფიქრა, რატომ უნდა დავუბრუნო მესაკუთრეს მისი წილიო. სწორედ ასეთი ქმედება კვალიფიცირდება მითვისებად, ანუ დანაშაულად“ - აცხადებს იმედა დვალიძე.
„თუ გახსოვთ, სალაყაიამ ჯანჯღავას არსებობა, მისი კავშირი კომპანია “ბადაგონთან” საერთოდ უარყო პირველ ეტაპზე. მოგვიანებით თქვეს საიდან ჰქონდა ეს თანხა ეგეც დასადგენიაო. მხოლოდ ახლა გახდა ბატონი ჯანჟღავა, მათთვის „რუსეთის მოქალაქე“, „საჯარო მოხელე“, “თაღლითი”. ასეთად შერაცხეს ადამიანი, რომელმაც კომპანია “ბადაგონში” 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „გრაკოროს“ უკან რომ ჯანჯღავა იდგა, ეს საბუთდება იმით, რომ “გრაკორო” ყოველთვის მის ოჯახს ეკუთვნოდა და საბოლოო ბენეფიციარი სწორედ ჯანჯღავა იყო ამ კომპანიაში. ეს ცხადია ძალიან კარგად იცის თავად ბატონმა სალაყაიამ.
ასე თუ გავყვებით და ჩავუკირკიტდებით, 2006 წელს კომპანიას მართმევდნენო, თუ საზოგადოდ მავნესო, რომ ამბობს, პატივცემული სალაყაია, მას თავად რა სამართლებრივი კავშირი ჰქონდა კომპანია „ბადაგონთან“?! რას წარმოადგენდა ის კომპანია „ბადაგონში“? არც მოწილე გახლდათ და არც დირექტორი. დღეს ასე იმიტომ იძახის, რომ საზოგადოებას გაუღვივოს ემოცია და მიანიშნოს, რომ თითქოს ყველა დროში და ყველა ხელისუფლების პირობებში ჩაგრულია. არადა ბატონი სალაყაია იმ დროს მხოლოდ ფორმალურად დაქირავებული მენეჯერი იყო. მას დირექტორის უფლებამოსილების ლეგალურად განხორციელების შესაძლებლობაც არ გააჩნდა, რადგან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. რა გააკეთა მან კომპანიისთვის გარდა იმისა, რომ მენეჯერობდა კონკრეტულ პროექტს, რომლის განსახორციელებლად ჯანჯღავას მიერ მოზიდულ 20 მილიონ დოლარს ხარჯავდა?! დღეს ისე გამოჰყავთ ისე, რომ თითქოს ეს ყველაფერი სალაყაიამ შექმნა და დღეს ვიღაც გარეშე პირი უსაფუძვლოდ ითხოვს კომპანიაში მისი კუთვნილი წილის დაბრუნებას. ასეთებს მინდა ვკითხო - რა რესურსით შეიქმნებოდა შესაბამისი საწარმოო ინფრასტრუქტურა “ბადაგონში”, ვლადიმერ ჯანჯღავას შესაბამისი თანხები „გრაკოროს” მეშევეობით მოიტანა რომ არ მოეზიდა “ბადაგონში”?! ეს ქარხანა ციდან ჩამოვარდა?! ეს ინფრასტრუქტურა თავისით, უსახსრებოდ შეიქმნა?! ფული საიდან მოდიოდა? გიპასუხებთ - დიახ, “გრაკოროდან”, ანუ ჯანჯღავასთან მოდიოდა!

რატომ უარყოფს სალაყაია იმ ადამიანის არსებობას, რომელმაც ის საწარმოში მიიყვანა, დაასაქმა და გარკვეული მატერიალური სარგებელიც მისცა. ორი შვილი მოანათლინა სალაყაიამ ჯანჯღავას და უბილავას და 2017 წლის ოქტომბრამდე მათ მეგობრებად, ოჯახის ახლობლებად თვლიდა. ხოტბას უძღვნიდა ამ ადამიანს და ახლა, 2017 წლის ბოლოს, როცა საწარმოში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, სალაყაიამ იფიქრა, რატომ უნდა დავუბრუნო მესაკუთრეს მისი წილიო. სწორედ ასეთი ქმედება კვალიფიცირდება მითვისებად, ანუ დანაშაულად“ - აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

4 საათის წინ

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სათაო ოფისში პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობასთან შემხვედრას მართავს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება. თუ რა საკითხები...